ნიდერლანდური კლუბ „გრონინგენის“ ნახევარმცველმა გაბრიელ გუდმუნდსონმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, – იტყობინება Calciomercato.
წყაროს ცნობით, 21 წლის შვედით „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდება. მიმდინარე სეზონზე გუდმუნდსონმა ნიდერლანდების ჩემპიონატში 19 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt ფეხბურთელს 1.1 მილიონ ევროდ აფასებს.
„ქალაქელები“ ამ სეზონზე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. გვარდიოლას გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მიმდევარს – „მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი გერმანული „გლადბახის“ ბარიერი მარტივად გადალახეს და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდებიან.