ორშაბათს, 16 სექტემბერს „მანჩესტერ სიტის“ საქმეზე მოსმენა დაიწყო. ინგლისურ კლუბს 115 ფინანსური წესის დარღვევაში ედავებიან.
ბრიტანული გამოცემის, „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, თუ კლუბი წესების უმეტესობის დარღვევაში იქნება მხილებული, სერიოზულ სანქციებს მიიღებს.
გუნდს არა მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგიდან, არამედ სხვა ტურნირებიდანაც მოკვეთავენ, მათ შორის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგიდანაც.
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ოთხი გათამაშების გამარჯვებულია, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.