„მანჩესტერ სიტი“ სანეს არ ყიდის
„მანჩესტერ სიტი“ სანეს არ ყიდის

„მანჩესტერ სიტიმ“ უარყო „ბაიერნის“ წინადადება ფორვარდ ლეროი სანეს შეძენაზე, – წერს რამდენიმე ბრიტანული წყარო.

გაზეთ „გარდიანის“ ინფორმაციით, „ბაიერნი“ გერმანელში 80 მილიონ ევროს იხდიდა. გერმანიის ჩემპიონის მხრიდან ინტერესი დაადასტურა კლუბის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. მაგრამ „მანჩესტერ სიტიმ“ გადაწყვიტა გააგრძელოს კონტრაქტი ფეხბურთელთან.

23 წლის სანეს სატრანსფერო თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.