მანჩესტერ სიტი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ ლეგენდარულ ფირმა პუმასთან (Puma) აფორმებს კონტრაქტს.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დეტალები არ ვრცელდება, ი-ეს-პი-ენის (ESPN) წყაროს ცნობით, საუბარია 10-წლიან კონტრაქტსა და 65 მილიონ ფუნტ სტერლინგზე.
აღსანიშნავია, რომ სიტის ამჟამად ნაიკთან (Nike) აკავშირებს კონტრაქტი, რომლის ღირებულება 20 მილიონი ფუნტი სტერლინგია და რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.