„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს, ცნობას გამოცემა The Sun ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ქალაქელები“ მზად არიან 32 წლის არგენტინელს ცხრა მილიონ ევროდ შეელიონ მას შემდეგ, რაც კლუბმა ჰოლანდიელი მცველი ნათან აკე შეიძინა.
2019/2020 წლების სეზონში ოტამენდიმ „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ყველა ტურნირებზე 39 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა.