„აიაქსის“ მცველმა, ნიკოლას ტალიაფიკომ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, – ცნობას Sports Illustrated ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 27 წლის არგენტინელის შეძენით „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული, რომელიც დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს.
იტყობინებიან, რომ ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულები არიან: „ლესტერი“,„ჩელსი“ და „არსენალი“.
2019/2020 წლების სეზონში ტალიაფიკომ „აიაქსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.