ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებას გამოთქვამს „ბარსელონას“ ნახევარმცველის, გავის მიმართ, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა El Nacional-მა.
17 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად გაწერილია 50 მილიონი ევრო. „სიტი“ მზად არის გადაიხადოს ეს თანხა, თუ თავად ფეხბურთელი მოისურვებს კლუბის შეცვლას.
გავი „ბარსელონას“ აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხა. 2020 წლის სექტემბერში მან კატალონურ კლუბთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
2021-22 წლების სეზონში გავიმ ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.