„მანჩესტერ სიტი“ მზად არის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერში 90 მილიონი ფუნტი გადაიხადოს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახავერმცველი ფრენკი დე იონგი, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდეს.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ მენეჯერები მზად არიან, 26 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერში 90 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ, რაც კატალონიური კლუბისთვის მომხიბვლელი წინადადებაა.
აღნიშნავენ, რომ დე იონგი „სიტის“ სატრასფერო სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც „ვესტ ჰემიდან“ დეკლან რაისის გადმოყვანა ვერ მოხერხდა.
გასულ სეზონში ფრენკი დე იონგმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.