„მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
„მანჩეტსერ სიტიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ფლუმინენსეს“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (4:0) და ამ ტიტულს საკუთარ ისტორიაში პირველად დაეუფლა.
გვარდიოლას შეგირდებიდან თავი ალვარესმა (დუბლი შეასრულა) და ფოდენმა გამოიჩინეს, ნინომ კი ავტოგოლი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ „სიტისთვის“ 2023 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვება მეოთხე ტიტულია.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ „რეალს“ აქვს მოგებული (ხუთჯერ), ინგლისურ გუნდებს შორის კი „სიტი“ მეოთხეა (მანჩესტერ იუნაიტედის, ლივერპულისა და ჩელსის შემდეგ), რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ტიტული დაიმსახურა.