„მანჩესტერ სიტი“ მოიგებს პრემიერლიგას 82.2 პროცენტის ალბათობით, „არსენალი“ მეორეა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის 2024-25 წლების სეზონის მოგების საუკეთესო შანსი აქვს.
ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Opta-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, „ქალაქელები“ 82.2 პროცენტის ალბათობით დაიცავენ ტიტულს. „არსენალის“ შანსები უდრის – 12.2 პროცენტს. შემდეგ მოდიან: „ლივერპული“ – 5,1%, „ჩელსი“ – 0,2% და „ნიუკასლი“ – 0,1%.
რეიტინგში მეექვსეა „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ მისი ჩემპიონობის შანსი ნული პროცენტია, სამაგიეროდ, არსებობს გავარდნის შესაძლებლობა მე-18 ადგილიდან – 0.3 პროცენტი.
პრემიერლიგის აუტსაიდერებად დასახელებულნი არიან „საუთჰემპტონი“, „იფსვიჩი“ და „ლესტერი“.