„მანჩესტერ სიტი“ მესისთვის კონტრაქტს ამზადებს
„მანჩესტერ სიტი“ მესისთვის კონტრაქტს ამზადებს

„მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ ფორვარდისთვის ლიონელ მესისთვის კონტრაქტის შესათავაზებლად ემზადება, – დაწერა „მუნდო დეპორტივომ“.

წყაროს ცნობით, 2021 წლის იანვარში, „სიტი“ წინადადებით მიმართავს არგენტინელს. კატალონელთა კაპიტანს შეეძლება კლუბებთან მოლაპარაკების წარმოება, რადგან მას იანვარში ექვსი თვე დარჩება „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე.

„მანჩესტერ სიტი“ სარგებლობს იმ გაურკვევლობით, რომელიც „ბარსელონაში“ არსებობს პრეზიდენტის პოსტიდან ხოსეპ მარია ბარტომეუს გადადგომის შემდეგ და სურს მესი ინგლისში გადასვლაზე დაარწმუნოს.

მესი “ბარსელონაში” 2003 წლიდან თამაშობს. ამ გუნდის რიგებში მას 34 ტიტული აქვს მოპოვებული. ზაფხულის სატრასფერო ფანჯრისას, არგენტინელს კლუბის დატოვება სურდა, მაგრამ მოგვიანებით დარჩენა გადაწყვიტა.