„მანჩესტერ სიტი“ ლიდერია სატრანსფერო დანახარჯებით, „ლივერპული“ მე-14 ადგილზეა
ჟურნალისტმა კევინ პალმერმა შეადგინა პრემიერლიგის კლუბების რეიტინგი ბოლო ხუთ წელიწადში ტრანსფერებზე დახარჯული თანხების მიხედვით.
სიას სათავეში ჩაუდგა „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 602 მილიონი ფუნტი დახარჯა. სამეულში მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ (484.8 მილიონი ფუნტი) და „არსენალი“ (267.8 მლნ).
პრემიერლიგის დღევანდელი ლიდერი და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მხოლოდ მე-14 ადგილზე გავიდა 107.5 მილიონით.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში სეზონი 17 ივნისს ორი მატჩით განახლდება. „ლივერპულს“, რომელიც უახლოეს მდევარს 25 ქულით უსწრებს, ორი მოგება სჭირდება ჩემპიონობის გასაფორებლად.