„მანჩესტერ სიტი“ ლაუტარო მარტინესის შეძენის კიდევ ერთი კანდადატი გახდა
„მანჩესტერ სიტი“ გახდა კიდევ ერთი გრანდი, რომელიც „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს.
ამ ბრძოლაში მისი კონკურენტები არიან – „ჩელსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“. ფავორიტად სწორედ „სიტი” მიიჩნევა, რადგან ის მზად არის გაააქტიუროს პუნქტი, რომლის მიხედვითაც არგენტინელის 97.5 მილიონ ფუნტად შეძენის უფლება ექნება.
ამასთან, „ინტერის” ხელმძღვანელობამ არა ერთხელ გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი მომავალ სეზონშიც გააგრძელებს მილანში თამაშს.
წლევანდელ სერია A-ში მარტინესმა 22 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. კიდევ ხუთი გოლია მის აქტივში ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში.