„ნაპოლის“ ცენტრალურმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ, შესაძლოა იტალიური კლუბი ზაფხულის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
როგორც სპორტული ჟურნალისტი დუნკან კასლსა წერს, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს 29 წლის ფეხბურთელთან ამ ზაფხულს შესაძლო გამოთხოვების შესახებ აცნობა.
იტყობინებიან, რომ სენეგალელზე „პრეტენზიას“ აცხადებდა „ლივერპული“, რომელიც მცველის ვირჯილ ვან დეიკთან შეწყვილებას აპირებდა, თუმცა პრემიერლიგის ლიდერი არ არის მზად კულიბალისთვის 100 მილიონი ევროს გადასახდელად.
ახლა ირკვევა, რომ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტი „მანჩესტერ სიტია“. თავად კულიბალიც თანახმდება კარიერის „ეტიჰადზე“ გაგრძელებას.
კალიდუს მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.