გოლკიპერმა ზაკ სტეფენმა, რომელიც MLS-ის კლუბ „კოლამბუსში“ ასპარეზობს, შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
როგორც „სკაი სპორტი“ (Sky Sport) იტყობინება, 23 წლის ამერიკელი ძალიან ახლოსაა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან. ტრანსფერმარკეტმა იგი 2 მილიონ ევროდ შეაფასა. 2018 წელს მან „კოლამბუსში“ ჩაატარა 32 მატჩი და გაუშვა 42 გოლი.