ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს კლაუდიო ეჩევერისთან.
ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „სიტიმ“ უკვე გაცვალა დოკუმენტები „რივერ პლეიტთან“, რათა საბოლოოდ გააფორმოს ხელშეკრულება 17 წლის ფორვარდის ტრანსფერზე,
2024 წლის დეკემბრამდე ეჩევერი არგენტინულ კლუბში დარჩება და შემდეგ გაემგზავრება ევროპაში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ამ ტრანსფერში 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
2023 წელს 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ეჩევერიმ არგენტინის ნაკრებში ხუთი გოლი გაიტანა, მათ შორის სამი – მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.