„მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ურუგვაის ნაკრების მცველის ხოსე მარია ხიმენესის გაფორმებით.
გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მანჩესტერულმა კლუბმა მადრიდელებს 25 წლის ფეხბურთელში 89 მილიონი ევრო შესთავაზა და კიდევ 5 მილიონი ბონუსების სახით. წინადადება მეტად მომხიბვლელია „ატლეტიკოსთვის“, თუმცა, ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 120 მილიონი ევრო.
ურუგვაელი „ატლეტიკოში“ 2013 წლიდან გამოდის მას შემდეგ, რაც „დანუბიოდან“ მადრიდში 900 ათას ევროდ გადავიდა.
გასულ სეზონში ხიმენესმა „ატლეტიკოს“ რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ივლისადეა ძალაში.