„მანჩესტერ იუნაიტედი“ არ აპირებს „რეალ მადრიდის“ ნახევარმცველ ისკო ალარკონის გადაბირებას, მიუხედავად ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციისა, აცხადებს ინგლისურ გუნდთან დაახლოებული წყარო.
26 წლის ფეხბურთელს მადრიდული გუნდის ახალი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი, უკვე დიდი ხანია, რაც არ სწყალობს და ისკოს ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში მას შემდეგ არ დაუწყია, რაც გუნდმა, ჯერ კიდევ ჯულენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით, „ბარსელონასთან“ 1-5 წააგო.
ესპანელის მანჩესტერში გადაბარგებაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ და იმასაც ამბობენ, რომ „სიტის“ მწვრთნელი მიკელ არტეტა მადრიდულ სამეფო კლუბს უკვე დაუკავშირდა.
მიუხედავად ამისა, ინგლისელთა დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა იანვარში ახალი ფეხბურთელის შეძენას კატეგორიულად გამორიცხავს.