„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასიდან გამოვარდა
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასიდან გამოვარდა

ინგლისის თასზე ბოლო მერვედფინალი გაიმართა, რომელშიც პრემიერლიგის ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად სენსაციურად წააგო „უიგანთან“ – 0:1. ერთადერთი გოლი შეხვედრაში ირლანდიელმა ფორვარდმა უილ გრიგმა 79-ე წუთზე გაიტანა.

„სიტი“ მეორე ტაიმს რიცხობრივ უმცირესობაში ატარებდა – პირველი ტაიმის ბოლოს, მაქს პაუერის წინააღმდეგ უხეშობისთვის, მოედნიდან ფაბიან დელფი გააძევეს.

მანჩესტერელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ბრავო, დანილო, ლაპორტი, სტოუნზი, დავიდ სილვა (დე ბრუინი, 65), ფერნანდინიო, გიუნდოგანი, დელფი, აგუერო, სანე (უოკერი, 46), ბერნარდო სილვა.

მეოთხედფინალში შემდეგი წყვილებია:

უიგანი“-„საუთჰემპტონი
„ლესტერი“-„ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“-„ბრაიტონი“
სუონსი“/„შეფილდი“-„ტოტენჰემი“/„როჩდეილი