ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „ვესტ ბრომვიჩმა“ გასვლაზე 1:0 დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“. გოლი 73-ე წუთზე ფორვარდმა ჯეი როდრიგესმა გაიტანა.
ეს შედეგი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, „მანჩესტერ სიტი“ ვადაზე ადრე გახდა ინგლისის ჩემპიონი. ამ მომენტისთვის ეს გუნდი 16 ქულით უსწრებს თანაქალაქელ „იუნაიტედს“ და მიუღწეველია კონკურენტისთვის.
„მანჩესტერ სიტი“ არსებობის ისტორიაში მეხუთედ გახდა ინგლისის ჩემპიონი – 1937, 1968, 2012, 2014, 2018.