„მანჩესტერ სიტი“ იანვარში მბაპეს შეძენას ეცდება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ იანვარში მბაპეს შეძენას ეცდება #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ „რეალთან“ ბრძოლას აპირებს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდისთვის კილიან მბაპესთვის.

ინგლისური კლუბის მფლობელმა შეიხ მანსურ ბენ ზაიედ ალ-ნაიანმა „სიტის“ თანამშრომლებს განუცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ნებისმიერ ფასად უნდა გაიფორმონ.

„მანჩესტერ სიტი“ უკვე იანვარში შეეცდება მბაპეს გაფორმებას, როცა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე ნახევარი წელი იქნება დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ უკვე დიდი ხანია სურს კილიანის გაფორმება. ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენმა“ ორი წინადადება უარყო ტრანსფერის შესახებ, რომელიც „რეალისგან“ მიიღო.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფორვარდმა ლიგა 1-ის შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.