„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა, შესაძლოა, 2021 წლის ზაფხულში დატოვოს გერმანული კლუბი, თუ ის ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას.
ამ შემთხვევაში, ნორვეგიელის შეძენაზე ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ იქნება. თუმცა, გაზეთი „ბილდი“ წერს, რომ „დორტმუნდი“ არც ერთ ვარიანტში არ აპირებს ზაფხულში ჰალანდთან გამოთხოვებას.
ადრე იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჰალანდის სურვილი „რეალში“ გადასვლაა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ ვარიანტის განსახილველადაც მზად არის.
ამ სეზონში 20 წლის ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატის 19 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.