„მანჩესტერ სიტი“ გვარდიოლასთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს
„მანჩესტერ სიტი“ 2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
ესპანელ სპეციალისტთან მიმდინარე ხელშეკრულებას 2019 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, თავდაპირველად, კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის ერთი წლის გახანგრძლივებას აპირებდა, მაგრამ გუნდის ბოლოდროინდელმა შედეგებმა აიძულეს, გადაეხედა საკუთარი გეგმებისთვის. ახლა, „მანჩესტერ სიტი“ მზად არის, მოამზადოს ესპანელისთვის მრავალწლიანი კონტრაქტი და სჯერა, რომ კლუბი ინგლისურ ფეხბურთში ისეთივე ლიდერი გახდება, როგორიც წლების განმავლობაში სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო.
ხოსეპ გვარდიოლა „სიტის“ 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მიმდინარე სეზონში გუნდმა მხოლოდ ერთ მატჩში დაკარგა ქულები და რეკორდი ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობით (16 თამაში) დაამყარა.