„მანჩესტერ სიტი“ გიუნდოგანის ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონის გაფორმებაზე ფიქრობს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეცვლის სეზონის შემდეგ ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანს.
გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისის ჩემპიონთან ზაფხულში იწურება და ელოდებიან, რომ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებენ. გიუნდოგანის ნაცვლად „სიტი“ აპირებს გაიფორმოს „ბრაიტონის“ ნახევარმცველი ალექსის მაკალისტერი, რომელმაც არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო, – ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Fichajes-ი.
24 წლის არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონ ევროს შეადგენს.