უეფამ „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ სეზონში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC). ამის მიზეზი ის არის, რომ კლუბმა ლიცენზირებისა და ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები დაარღვია.
გარდა ამისა, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონები 30 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ.
გადაწყვეტილების გასაჩივრება „მანჩესტერ სიტის“ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია.