უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა ინგლისის პრემიერიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლის თვალსაზრისით. ოლდ ტრაფორდზე გამართულ გამოტოვებულ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი თანაქალაქელ სიტის მასპინძლობდა და პეპ გვარდიოლას გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა გათამაშების ცხრილში ლიდერობის დასაბრუნებლად.
ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდა, როდესაც 54-ე წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა ანგარიში, 12 წუთის შემდეგ კი მეორე გოლი ლეროი სანემ გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე. სიტიმ 2:0 მოიგო და 11 მატჩამდე გააგრძელა ინგლისის ჩემპიონატში წაუგებელი სერია.
35 ტურის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ 89 ქულა დააგროვა. ერთით ნაკლები აქვს ლივერპულს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი.
მანჩესტერ სიტისა და ლივერპულის დარჩენილი მატჩები:
ბარნლი – მანჩესტერ სიტი
მანჩესტერ სიტი – ლესტერი
ბრაიტონი – მანჩესტერ სიტი
ლივერპული – ჰადერსფილდი
ნიუკასლი – ლივერპული
ლივერპული – ვულვზი