ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამს ინტერესს მილანის „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის მიმართ. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.
22 წლის არგენტინელისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტის“ სერიოზული კონკურენტია „ბარსელონა“. პრესამ მთელი შემოდგომის განმავლობაში რამდენჯერმე დაწერა მარტინესის მიმართ კატალონელთა ინტერესის შესახებ.
„ბარსელონამ“, შესაძლოა, 200 მილიონი ევრო გაიმეტოს მარტინესში. თავის დროზე, მილანელებმა ფეხბურთელი 14-ჯერ უფრო იაფად შეიძინეს.
მარტინესს 2019-20 წლების სეზონში 19 მატჩი დაუგროვდა ყველა ტურნირზე და 13 გოლი გაიტანა.