„მანჩესტერ სიტი“ ბელგიელ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის შენარჩუნებას აპირებს.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის „ტვიტერში“ წერს, ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელზე ყველა წინადადება უარყო.
„სიტის“ ხელმძღვანელობა არანაირ თანხად არ გაუშვებს ბელგიელს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მასთან კონტრაქტი გააგრძელოს.
დე ბრუინის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში იწურება.
მიმდინარე სეზონზე ფეხბურთელმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ დე ბრუინს ხელს არ აძლევს „მანჩესტერ სიტის“ ახალი წინადადება.