„მანჩესტერ სიტი“ ადვოკატს დღეში 20 000 ფუნტ სტერლინგს გადაუხდის
„მანჩესტერ სიტი“ ადვოკატს დღეში 20 000 ფუნტ სტერლინგს გადაუხდის

უეფას მიერ დაწესებული სანქციის გასაჩივრების მიზნით „მანჩესტერ სიტიმ“ დაიქირავა ადვოკატი, რომელსაც „ბრექსიტი“ (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა) ორჯერ აქვს შეჩერებული. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „სანი“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ პენიკს მანჩესტერული გუნდი დღეში 20 000 ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევისთვის „მანჩესტერ სიტის“ უეფამ ორი წლით აუკრძალა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა. გუნდს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია.