„მანჩესტერ იუნაიტედში“ სოლსკიაერის შემცვლელად კონტეს ასახელბენ #1TVSPORT
გამოცემა „ევროსპორტი“ ეხმიანება ბრიტანული პრესის პუბლიკაციებს, რომელთა უმრავლესობაში გამოთქმულია აზრი, რომ სულ მალე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
„ევროსპორტზე“ ვკითხულობთ: „პრემიერილიგის მორიგ ტურში „ლივერპულთან“ 0:5 წაგების შემდეგ დიდი ალბათობით „მანჩესტერისა“ და ოლე გუნარ სოლსკიაერის გზები გაიყრება. მის შემცვლელად „მირორი“ ანტონიო კონტეს ასახელებს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პრემიერლიგაში. ის „ჩელსის“ წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებულადაც.
ესპანური გამოცემა „მარკას“ მტკიცებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ზინედინ ზიდანის ვარიანტსაც განიხილავენ. თუმცა ფრანგ სპეციალისტს არანაკლებ საინტერესო შეთავაებები აქვს – „ნიუკასლიდან“ და პსჟ-დან.