„მანჩესტერ იუნაიტედს“ მარსიალის გაშვება არ სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მარსიალის გაშვება არ სურს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს, რომ ანტონი მარსიალს კონტრაქტი გაუგრძელოს.

მიმდინარე შეთანხმების მიხედვით, 22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში კიდევ ერთი წელი უნდა ითამაშოს, თუმცა „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ფეხბურთელს დარჩენაზე ახლავე დაელაპარაკოს.

რამდენიმე თვის წინ მარსიალის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ინგლისური კლუბის დატოვება სურს, რადგან საკმარისად არ ეძლევა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა. ამას ისიც დაემთხვა, რომ ფრანგით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა და ჟოზე მოურინიო ამ შეთავაზებას ინტერესით მოეკიდა.

მარსიალის შემცვლელებად ჩელსის ვილიანი და ინტერის პერიშიჩი განიხილებოდნენ, მაგრამ ფრანგის გუნდიდან გაშვება „იუნაიტედის“ აღმასრულებელმა ვიცე-თავმჯდომარემ, ედ ვუდვორდმა დაბლოკა.

მონაკოდან 35 მილიონ ფუნტად ნაყიდი მარსიალი წლევანდელ სეზონში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე, კერძოდ კი ბრაიტონთან 2-3 წაგებულ მატჩში.