„მანჩესტერ იუნაიტედს“ ანდრე სილვას შეძენა სურს
FRANKFURT AM MAIN, GERMANY - FEBRUARY 14: (EDITORS NOTE: Image has been digitally enhanced.) Andre Silva of Frankfurt celebrates a goal during the Bundesliga match between Eintracht Frankfurt and 1. FC Koeln at Deutsche Bank Park on February 14, 2021 in Frankfurt am Main, Germany. (Photo by Simon Hofmann/Bundesliga/Bundesliga Collection via Getty Images)
„აინტრახტის“ თავდამსხმელი ანდრე სილვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Sky Germany.
გამოცემის ინფომაციით, ინგლისური გრანდი 25 წლის პორტუგალიელი ფორვარდის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, თუ „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰაალანდის გადმოყვანას ვერ მოახერხებს.
ანდრე სილვა 2020/21 წლების სეზონს შესანიშნავად ატარებს. „აინტრახტის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პორტალი „ტრანსფერმარკტი“ ანდრე სილვას სატრანსფერო თანხად 37 მილიონ ევროს ასახელებს.