„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ევროპის სუპერლიგის გათამაშებაში.
წყაროს ცნობით, ინგლისელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს ფიფას განცხადების შემდეგ, რომელშიც ეწერა იმ კლუბებისთვის სავარაუდო სანქციების შესახებ, რომლებიხ ამ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ასეთი კლუბების ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ ფიფას ეგიდით გამართულ ტურნირებში, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ამასთან, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სუპერლიგის შექმნის იდეას ფეხბურთის გამანადგურებელი უწოდა.
აღნიშნავენ, რომ სუპერლიგის შექმნის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები არიან „რეალი“ და „იუვენტუსი“. „მანჩესტერ იუნაიტედის“ უარი გაართულებს მოლაპარაკებებს სუპერლიგაში სხვა ინგლისური გუნდების მონაწილეობაზე. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ტურნირში თამაშს აპირებს 15 გუნდი, რომელთაგანაც ექვსი პრემიერლიგიდან იქნება. ყოველი კლუბი, რომელიც ამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 350 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იგეგმება, რომ სუპერლიგა უნდა გახდეს ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივა, რომელიც უეფას ეგიდით იმართება.