„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დააწესა ფასი, რომლის სანაცვლოდაც გამოეთხოვება თავის ნახევარმცველს პოლ პოგბას.
ფრანგი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს „პარი სენ-ჟერმენი“ – ამ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ პოგბა თავის სატრანსფერო პრიორიტეტად გამოაცხადა. როგორც „დეილი ექსპრესი“ წერს, „იუნაიტედმა“ აცნობა პარიზელებს, რომ ფრანგ ფეხბურთელს 83 მილიონ ევროდ დათმობენ.
პოლ პოგბაზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“.
პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს, „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა.