„მანჩესტერ იუნაიტედმა" „ნაპოლის" კულიბალიში 80 მილიონი ევრო შესთავაზა
„ნაპოლის” მცველმა კალიდუ კულიბალიმ შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ „სქაი სპორტ იტალიამ” დაწერა.
წყაროს ცნობით, ნეაპოლელებმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” კონკრეტული წინადადება მიიღეს. მანჩესტერელებს სურთ სენეგალელის 80 მილიონ ევროდ შეძენა. თუმცა, „ნაპოლი” იმედოვნებს მოთამაშის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი მიიღოს.
ამ სეზონში კულიბალიმ 21 მატჩი ჩაატარა „ნაპოლის” რიგებში. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.