„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოურინიოს ხელმძღვანელობით 176 მატჩი მოიგო
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოურინიოს ხელმძღვანელობით 176 მატჩი მოიგო

ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ განთავისუფლების შემდეგ, Opta-მ რამდენიმე სტატისტიკური ფაქტი მოიყვანა პორტუგალიელის გუნდში მუშაობის პერიოდიდან.
„იუნაიტედმა“ მოურინიოს ხელმძღვანელობით 176 მატჩი მოიგო. მისი დანიშვნის მომენტიდან, ინგლისის ჩემპიონატში უფრო მეტი მოგება ჰქონდათ: „მანჩესტერ სიტის“ (222), „ტოტენჰემს“ (202), „ჩელსის“ (200) და „ლივერპულს“ (196).

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 17 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს. ეს ყველაზე ცუდი შედეგია გუნდისთვის 1990-91 წლების შემდეგ.

მოურინიოს მწვრთნელობისას, „იუნაიტედი“ საშუალოდ მატჩში 1.62 გოლს უშვებდა. ეს ნაკლებია, ვიდრე დევიდ მოიესის დროს იყო (1.65).

55 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „მანჩესტერმა“ ორწლინახევრის განმავლობაში მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპის ლიგა.
სხვათა შორის, ცნობილი გახდა კომპენსაციის ოდენობა, რომელმაც მოურინიო გუნდიდან გაშვების სანაცვლოდ მიიღებს. ეს თანხა 26.6 მილიონ ევროს შეადგენს და ის 20 მილიონამდე შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ „იუნაიტედი“ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.