„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დევიდ ბექჰემის 10 საუკეთესო გოლი შეარჩია (ვიდეო)
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დევიდ ბექჰემის 10 საუკეთესო გოლი შეარჩია (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გუნდის ლეგენდარული მეშვიდე ნომრის დევიდ ბექჰემის 10 საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა, რომელიც ფეხბურთელს ამ გუნდის მაისურით გაუტანია.

დევიდ ბექჰემი „მანჩესტერში“ 1992-2003 წლებში თამაშობდა. ჯამში ბექჰემმა ამ გუნდში 394 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 85 გოლი გაიტანა, აქედან პრემიერლიგაზე მოდის 265 მატჩი და 62 გოლი.

ამ გუნდის რიგებში ნახევარმცველმა ექვსჯერ მოიგო პრემიერლიგა (1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003), ორჯერ – ინგლისის თასი (1996, 1999), ორჯერ – ინგლისის სუპერთასი (1996, 1997), ერთხელ – ჩემპიონთა ლიგა (1999) და საკონტინენტთაშორისო თასი (1999).