„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 75 მილიონად მეისონ მაუნტის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 75 მილიონად მეისონ მაუნტის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

„ჩელსის“ ნახევარმცველი მეისონ მაუნტი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, – იტყობინება Sky Sports-ი.

აღნიშნავენ, რომ გარიგება მანჩესტერულ კლუბს 75 მილიონი ევრო დაუჯდება – 70 მილიონი ტრანსფერისთვის და 5 მილიონი ბონუსებით.

ინგლისელ ფეხბურთელთან კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება, ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.