„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი თომას ტუხელს შეხვდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი თომას ტუხელს შეხვდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი აქციონერი ჯიმ რეტკლიფი „ბაიერნის“ ყოფილ მწვრთნელს, თომას ტუხელს შეხვდა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ტუხელმა რეტკლიფს თავისი გეგმების შესახებ უამბო, აგრეთვე გაანდო გუნდის განვითარების ხედვები იმ შემთხვევაში, თუ ჩაუდგება სათავეში “იუნაიტედს” ერიკ თენ ჰაგის გათავისუფლების შემდეგ.

გერმანელმა სპეციალისტმა ასევე განიხილა რეტკლიფთან ის საკითხი, როგორ აპირებს გუნდის მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტას, მაგალითად, უთანხმოებას ჯეიდონ სანჩოსთან და მეისონ მაუნტთან. ტუხელმა მაგალითად მოიყვანა მცველი ანტონიო რიუდიგერი, რომელმაც წარმატებას მიაღწია მისი ხელმძღვანელობით და „ჩელსიში” ტოპმოთამაშე გახდა.

ტუხელმა დატოვა „ბაიერნი“ მას შემდეგ, რაც 2023-24 წლების სეზონში ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო.