„მანჩესტერ იუნაიტედი“ ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროს მისცემენ
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროს მისცემენ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, შესაძლოა, სოლიდური თანხა მიიღოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის.

გერმანელმა ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელისთვის ოლე-გუნარ სოლსკიაერისთვის 300 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს, რათა გუნდმა საჭირო ფეხბურთელები შეიძინოს.

აღნიშნავენ, რომ კლუბმა ეს თანხა იმ შემთხვევაში შეიძლება დახარჯოს, თუ პარალელურად რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „მანჩესტერის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩოა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულმა კლუბმა ეს ფეხბურთელი 115 მილიონ ფუნტად შეაფასა.