მანჩესტერ იუნაიტედი მარუან ფელაინის გაყიდვას აპირებს
მანჩესტერ იუნაიტედი მარუან ფელაინის გაყიდვას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედი მარუან ფელაინის თაობაზე ერთ-ერთ ჩინურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბის სახელი საჯაროდ არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 28 თებერვლამდე არ იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალაპრაკებლად კიდევ ერთი თვე რჩება.

იუნაიტედი არც იმას ამბობს, მიღწეულია თუ არა შეთანხმება ფასთან დაკავშირებით.

31 წლის ფელაინი სერ ალექს ფერგიუსონის შემდგომი პერიოდის მანჩესტერ იუნაიტედისთის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი იყო: მასში „წითელმა ეშმაკებმა“ 27.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. სამწუხაროდ, ბელგიელმა მანჩესტერელი გულშემატკივრების გულის მოგება ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მოიესი, ლუი ვან გაალი და ჟოზე მოურინიო მას ძირითადში მუდმივად აყენებდნენ.

ფელაინის კონტრაქტი მანჩესტერთან 2020 წელს იწურება.