„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ ურუგვაელი ფეხბურთელით დაინტერესდა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ ურუგვაელი ფეხბურთელით დაინტერესდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ ურუგვაელი ნახევარმცველის, ფედერიკო ვალვერდეს შეძენით დაინტერესდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის შეუძლებლად ითვლება, რადგან მის გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევროა დასახელებული. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „სპორტი“ ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში ვალვერდემ ესპანეთის პირველობაზე 22 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვალვერდეს კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.