„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს წინასასეზონო ტურნეს დროს ელოდება - პორტუგალიელი არ იყიდება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს წინასასეზონო ტურნეს დროს ელოდება - პორტუგალიელი არ იყიდება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ იმედოვნებს, რომ კრიშტიანო რონალდო მალე შეუერთდება გუნდს.

როგორც ცნობილია, 37 წლის პორტუგალიელი არ გაემგზავრა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად წინასასეზონო ტურნეში, რადგან კლუბმა მისცა მას დრო ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.

მანჩესტერელები ელოდებიან, რომ რონალდო სეზონისთვის მზადების პერიოდში შეუერთდება თანაგუნდელებს – ეს მოხდება ტაილანდური ან ავსტრალიური ტურნეს დროს ან შემდეგ.

კლუბში ამბობენ, რომ პოზიცია არ შეცვლილა – კრიშტიანო არ იყიდება. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ელოდებიან, რომ ფორვარდი მომავალი წლის ზაფხულამდე ანუ კონტრაქტის ამოწურვამდე ითამაშებს „იუნაიტედში“.