„მანჩესტერ იუნაიტედი“ გრიზმანით ინტერესდება და მზადაა, მას მე-7 ნომერი მისცეს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ გრიზმანით ინტერესდება და მზადაა, მას მე-7 ნომერი მისცეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულია „ბარსელონას“ ფორვარდის ანტუან გრიზმანის შეძენით.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, წინადადებით მიმართოს „ბარსელონას”, რომელსაც განზრახული აქვს 29 წლის გრიზმანთან გამოთხოვება.

იტყობინებიან, რომ ფრანგი „მანჩესტერში“ მეშვიდე ნომერს მიიღებს, რომლითაც ამ კლუბში თამაშობდნენ, დევიდ ბექჰემი, ერიკ კანტონა, კრიშტიანო რონალდო და ჯორჯ ბესტი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გრიზმანით 2017 წელსაც ინტერესდებოდა.

2019-20 წლების სეზონში ფრანგმა ლა ლიგას 26 მატჩში რვა გოლი გაიტანა.