მამუკელაშვილმა „კრეიტონთან“ წაგებულ მატჩში 11 ქულა მიითვალა [ვიდეო]
სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ამჯერად ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ არენაზე „კრეიტონს“ დაუპირისპირდა და 4 ქულის სხვაობით 81-85 დამარცხდა.
მამუკელაშვილმა 33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„სეტონ ჰოლის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ბრაის აიქენი იყო, რომელმაც 21 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
სანდროს გუნდს Big East-ის კონფერენციაში 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, მთლიანად სეზონზე კი „სეტონ ჰოლის“ანგარიშზე 9 მოგება და 6 მარცხია.