მამუკელაშვილმა „ვილანოვასთან“ გაიბრწყინა
მამუკელაშვილმა „ვილანოვასთან“ გაიბრწყინა

„ბიგ ისთის“ კონეფერცნიაში მორიგი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“, რომლის ღირსებას ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი იცავს. რეაბილიტაციისა და ტრავმის მოშუშების შემდეგ სანდრომ NCAA ლიგაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა კი ლიდერთან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა (70-64).

20 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ 12 ქულა მე-2 ტაიმში დააგროვა და „სეტონ ჰოლის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„სეტონ ჰოლს“ „ბიგ ისთში“ 11-დან 10 მოგება აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 13 თებერვალს, შინ, „კრეიტონთან“ ჩაატარებს.