მამუკელაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა და ოვერტაიმში მოიგო (ვიდეო)
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა „სეტონ ჰოლი“ გამარჯვების გზაზე დააბრუნა – „პენ სტეიტი“ 98:92 დაამარცხა. შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.
ქართველმა ფორვარდმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში კარიერის რეკორდი დაამყარა – 30 ქულა ჩააგდო. სანდროს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 10-დან 8 საჯარიმო, 5 მოხსნა, 4 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება.
კოლეჯების ლიგაში „სეტონ ჰოლს“ ხუთი მატჩიდან ორი აქვს მოგებული. უახლოესი შეხვედრა 9 დეკემბერს „ვაგნერ სიჰოუქსთან“ ელის.