სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ NCAA ლიგაში მორიგი შეხვედრა დათმო. ქართველის გუნდი ამჯერად სტუმრად „პროვიდენს ფრაიარსს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან სამი ქულის სხვაობით, 74-71 წააგო.
მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი დაჰყო და ამ დროის მანძილზე შვიდ ქულას, ერთ მოხსნასა და ერთ ჩაჭრას დასჯერდა. სანდრომ ოთხიდან ორი ორქულიანი და ოთხიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
„სეტონ ჰოლს“ 27 ქულით მაილს პაუელმა ულიდერა, შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი კი მასპინძელთა წამყვანი მოთამაშე ალფა დიალო გახდა, რომელმაც 35 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
„სეტონ ჰოლს“ „ბიგ ისთის“ კონფერენციაში 10 მოგება და 3 წაგება აქვს და კვლავ პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 20 თებერვალს „ბატლერ ბულდოგსთან“ ჩაატარებს.