მამუკელაშვილის სასტარტო და 17 ქულა - „ბაქსი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSORT
10:57, 19.12.2021
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში „კლუვლენდკავალიერსს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 90-119 დამარცხდა.
მაიკ ბუდენჰოლცერს ძირითადი შემადგენლობიდან არაერთი მოთამაშე აკლდა, შესაბამისად ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 42:15 წუთი ითამაშა, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მისი პირადი რეკორდია. მამუკელაშვილმა ამ შეხვედრაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – ამ დროში მან 17 ქულა დააგროვა. მის ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა (1 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. სანდრომ 9-დან 4 სამქულიანი და 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმო კი 2-ჯერ ისროლა და ერთხელ ჩააგდო. მან ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა.
„კლივლენდმა“ პირველივე მეოთხედში მეტოქეს 14 ქულით გაექცნენ და მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ერთადერთი პერიოდი, რომელშიც „ბაქსმა“ მოგება მოახერხა, მეორე მეოთხედი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველაზე მეტი ქულა ჯორდან ნვორამ დააგროვა, რომელმაც 28 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 23 ჰქონდა ჩედიოსმანს, 22 ქულა კი დარიუს გარლანდს. მეოთხე საუკეთესო შედეგი ამ შეხვედრაში სანდროს ჰქონდა.
მილუოკი VS კლივლენდი
შემდეგ შეხვედრას „მილუოკი ბაქსი“ 23 დეკემბერს „ჰიუსტონროკეტსის“ წინააღმდეგ გამართავს და შესაძლოა, მამუკელაშვილი კვლავ სასტარტოში ვიხილოთ.