სანდრო მამუკელაშილმა ამერიკის სტუდენტური ლიგის შეხვედრაში 23 ქულა ჩააგდო.
დღეს, გამთენიისას, „სენტონ ჰოლი“ საკუთარ კედლებში „სეიქრედ პიონერსს“ დაუპირისპირდა და მეტქოე 90:76 დაამარცხა. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 23 ქულა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა ექვსიდან ოთხი ორქულიანი, ხუთიდან ოთხი სამქულიანი და სამი საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ‘
მამუკელაშვილმა აღნიშულ შეხვედრაში ასევე რვა მოხსნა, ორი პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. ქართველი ფორვარდი ამ მაჩვენებლით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
რვა მოგებითა და სამი მარცხით „სეტონ ჰოლი” აღმოსავლეთის კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა. შემდეგ მატჩს „სეტონ ჰოლი” 23 დეკემბერს, სტუმრად „მერილენდთან”გამართავს.